საქართველოს პომიდვრის ექსპორტი შეუმცირდა. უფრო კონკრეტულად, წელს, 6 თვეში (იანვარ-ივნისი) ქვეყანამ $1.8 მლნ-ის ღირებულების 1 336 ტონა პომიდორი გაყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47.6%-იანი კლებაა ($3.5 მლნ/2 554 ტონა).
წელს ქართული პომიდორი ორ ბაზარზე გაიყიდა. თუმცა, ლიდერი ქვეყანა სომხეთი იყო, საიდანაც 1087 ტონა პომიდვრის რეალიზაციიდან, საქართველომ $1.5 მლნ-ის შემოსავალი მიიღო. რიგით მეორე სავაჭრო ბაზარი კი რუსეთი აღმოჩნდა, სადაც საქართველომ $316 ათასის ღირებულების 248 ტონა პომიდორი გაყიდა.
რაც შეეხება იმპორტს, წელს საქართველომ $13.6 მლნ-ის ღირებულების 19 112 ტონა პომიდორი შეიძინა. მაშინ, როდესაც გასულ წელს, ანალოგიურ პერიოდში 19 724 ტონა პომიდორი ჰქონდა შეძენილი, რაშიც $11.8 მლნ გადაიხადა. აღნიშნულით დგინდება, რომ წელს ქვეყანაში 3.1%-იანი კლება ფიქსირდება.
საქართველოსთვის პომიდვრის მთავარი იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია:
- თურქეთი - $12.5 ათასი, 17 579 ტონა;
- აზერბაიჯანი - $981 ათასი, 1 420 ტონა;
- ირანი - $68 ათასი, 101 ტონა;
- ესპანეთი - $14 ათასი, 7 ტონა;
- ნიდერლანდები - $11 ათასი, 3 ტონა.




























