მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს პრემიერ მინისტრის ანგარიში 2026

საქართველოს პრემიერ მინისტრი პარლამენტში ანგარიშით წარსდგა. და სამწუხაროდ, ეს ანგარიში არავის ემახსოვრება ან არც ახსოვს უკვე მას შემდეგ, რაც მისი განხილვის დასრულებისას სრულიად გაუგებარი მიზეზებით, დიახ, აუხსნელი მიზეზებით ატყდა ცემა ტყეპა საპარლამენტო დარბაზში. აუხსნელი და წარმოუდგენელი ეს ამბავი იმის გამო გახლავთ, რომ მარტივად ვიტყვი თუ ჩვენ განსხვავებული აზრის ატანა არ გვაქვს, მაშინ არც ქვეყანა ვართ და არც ყანა. და თუ უზრდელობას ჰქონდა ადგილი რომელსაც შემდგომ უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან მოჰყვა ემოციური თავშეუკავებლობა, მაშინ ამაზე პირდაპირ გეტყვით - უზრდელი და თავშეუკავებელი ადამიანების ადგილი არათუ პარლამენტში, საზოგადოებრივ ასპარეზზეც არ არის. თუმცა,ეჭვი მეპარება მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ეს შეგონება გაითვალისწინოს თუ გადავხედავთ მის მიერ დამკვიდრებული მმართველობის სტილს ბოლო 14 წლის მანძილზე თანმდევი საკადრო პოლიტიკით. არადა, საკმაოდ საინტერესო თემები გაშლა შეიძლება ბატონი კობახიძეს გამოსვლიდან მაგალითად, პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ არავითარი კორელაცია ევროკავშირში გაწევრიანებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის არ არსებობს. მან ამის შესახებ პარლამენტში განაცხადა, სადაც ყოველწლიური მოხსენებით გამოვიდა.მას ჰკითხეს ევროკავშირში გაწევრიანების ეკონომიკურ ზრდაზე გავლენის შესახებ, რაზე საპასუხოდაც კობახიძემ საქართველოს ზრდის მაჩვენებელი რიგი წევრი ქვეყნების მონაცემებს შეადარა. მისი თქმით, საქართველო აჭარბებს იმ ქვეყნების ზრდას, რომლებიც ევროკავშირის წევრები 2003 წელს გახდნენ.მოვისმინოთ მისი პასუხი: არადა, ძალიან მარტივადა შეიძლება დაიცალოს ეს პასუხი პოლიტიკური დატვირთვისგან, მას დაემატოს როგორც ბატონი კობახიძე თავად ჰყვება რამდენიმე ქვეყნის მაგალითი, და იოლად დავინახავთ რომ სწორი შეთანხმებების შემთხვევაში, კორელაცია და საკმაოდ პოზიტიური არის, და მნიშვნელოვანიც. თუმცა, მთავრობისთვის, ეტყობა სხვა პრიორიტეტებია უფრო მნიშვნელოვანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები