საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მართლმადიდებელ მრევლს ქრისტესშობის დღესასწაულს ულოცავს.
პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ დღევანდელი დღე სიყვარულისა და სიკეთის სიმბოლოა.
„ყველა ქართველს და მართლმადიდებელ ოჯახს მთელ მსოფლიოში, გილოცავთ შობას! დღევანდელი დღე სიყვარულისა და სიკეთის სიმბოლოა. თქვენს ოჯახებსა და ჩვენს ქვეყანას კეთილდღეობას და სიყვარულს ვუსურვებ. გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს!“, - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.