მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს პრეზიდენტი ხვალ ლონდონში, მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონიას დაესწრება

64550a9f93b28
BM.GE
05.05.23 17:53
486

საქართველოს პრეზიდენტი ხვალ ლონდონში, მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონიას დაესწრება.

დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წარმოდგენილია ამ ისტორიულ ღონისძიებაზე და საქართველოს პრეზიდენტი ესწრება ცერემონიას.

,,ბრიტანეთი განსაკუთრებით ემზადება მეფე ჩარლზის კორონაციისთვის, რაც ბუნებრივია, ვინაიდან თითქმის ერთი საუკუნეა მსგავსი მასშტაბის და მნიშვნელობის ცერემონია არ ჩატარებულა”, - განაცხადა ელჩმა სიფიო ქაცარავამ.

მსოფლიო ლიდერებთან ერთად, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა მიღებაში, რომელიც ბუკინგემის სასახლეში გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ისა და დედოფალ კონსორტის სახელით იმართება.