მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ახალ წლამდე დაგეგმილი ყველა ღონისძიება გააუქმა - მიზეზი

63a9a74974386
ინგა მურუსიძე
26.12.22 18:14
1299
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ახალ წლამდე დაგეგმილი ყველა ღონისძიება გააუქმა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი.

"ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი ლოგისტიკური სირთულეების გამო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აუქმებს ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალური ღონისძიებას, მათ შორის საქართველოს ეროვნული და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების 2022 წლის ლაურეატების დაჯილდოების სახელმწიფო ცერემონიას.

აღნიშნული ღონისძიებების გამართვის დრო საზოგადოებას დამატებით ეცნობება", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები