მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობა 27 კანდიდატს სურს

ადმინისტრაცია

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობა 27 კანდიდატს სურს. ამის შესახებ აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან bm.ge-ისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში, თუმცა ადმინისტრაციაში არ აკონკრეტებენ, თუ ვინ არიან მსურველები. როგორც უწყებაში განმარტავენ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოკლებულია შესაძლებლობას, აღნიშნული ინფორმაცია გააჟღეროს.

საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა. მის წევრებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით, 7 წლის ვადით ირჩევს. ამ დროისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში 4 ვაკანტური პოზიციაა. სებ-ის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე ვაკანსია 7 თებერვალს გამოცხადდა და განაცხადების მიღება 23 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, თუმცა 1-ელ მარტამდე გახანგრძლივდა.

გასულ წელს, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ სანქციების აღსრულების წესის ერთპიროვნულად შეცვლის შემდეგ, ეროვნული ბანკის და შესაბამისად, სებ-ის საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება სამმა ვიცე პრეზიდენტმა: პაპუნა ლეჟავამ, ნიკოლოზ გაგუამ და არჩილ მესტვირიშვილმა მიიღო. პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში 2 ვაკანტურ თანამდებობაზე ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი 2023 წლის 21 სექტემბერს აირჩია.

სებ-ის საბჭოს წევრობის მსურველებს შორის სოსო ბერიკაშვილიც არის

ლაშა ხუციშვილს სებ-ის საბჭოს წევრობაზე განაცხადი არ შეუტანია

სებ-ის საბჭოს წევრობა ლადო პაპავას და მურად ნარსიას სურთ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები