მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს პრეზიდენტს ვთხოვთ, მოვიდეს და ჩადგეს ამ ერთიანობის სათავეში - თამარ კორძაია

თამარ კორძაია

საქართველოს პრეზიდენტს ვთხოვთ მოვიდეს ჩვენთან ერთად და ჩადგეს ამ ერთიანობის სათავეში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი მოსაზრებით, მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს ქართველი ხალხის სიტყვის ფასი.

"არჩევნებამდე დარჩა 151 დღე და წამზომი ჩართულია. თითოეული ჩვენგანი იქნებით ჩვენი ქვეყნის და არჩევანის დაცვის ჯარისკაცები. მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ ჩვენი სიტყვის ფასი. დავდოთ პირობა რომ დავიცავთ ჩვენს არჩევანს და დავამარცხებთ ამ ხელისუფლებას. ჩვენ ვართ თავისუფალი ერი, სახელმწიფო, და ოქტომბერშია ამას დავამტკიცებთ.

საქართველოს ერთიანობის სიმბოლოს, საქართველოს მთავარსარდალს, პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ვთხოვთ მოვიდეს ჩვენთან ერთად და ჩადგეს ამ ერთიანობის სათავეში ", - განაცხადა მან.

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვეტოს დაძლევას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

მანამდე მოტივირებული შენიშვნები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა. როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნების სახით „ქართული ოცნების“ კანონპროექტი წარუდგინა ეუთო/ოდირის დასკვნის დანართით და ერთი ჩასწორებით - კანონმა იმოქმედოს მხოლოდ ერთი დღით.

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო არ გაიზიარა.

აღსანიშნავია, რომ კანონის ამოქმედებამდე რამდენიმე პროცედურაა დარჩენილი: პრეზიდენტს ხუთი დღე აქვს დოკუმენტის ხელმოსაწერად. თუკი ამ ვადაში მან კანონს ხელი არ მოაწერა, კიდევ ხუთი დღის ვადაში, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე, რის შემდეგაც კანონი ამოქმედდება.

სალომე ზურაბიშვილმა "რუსულ კანონს" ვეტო დაადო

სამი მოსმენით დამტკიცებული "რუსული კანონი" სრულად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები