საქართველოს 929 386 მოქალაქე არ ფლობს არც პასპორტს, არც ელექტრონულ და არც არაელექტრონულ პირადობის მოწმობას - ამის შესახებ წერია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს, თინა ბოკუჩავას მიაწოდეს.
სააგენტო წერს, რომ პირებიდან, რომლებიც დაბადების მოწმობის გარდა, არც ერთ დოკუმენტს არ ფლობენ, 688 393 არასრულწლოვანია, 240 993 კი სრულწლოვანი.
ელექტრონულ პირადობის მოწმობას 3 305 212 მოქალაქე ფლობს. მხოლოდ პასპორტს კი, 447 794 მოქალაქე.
ინფორმაცია დამუშავებულია 23 ივლისის მდგომარეობით.