მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რამდენი მოქალაქე ცხოვრობს და მუშაობს იტალიაში? – საელჩოს მონაცემები

5f6266bd69801
თამთა ჯიჯავაძე
16.09.20 23:22
1620

ჩვენი მონაცემებით, იტალიაში, საქართველოს დაახლოებით 30 000 მოქალაქე ცხოვრობს და მუშაობს ლეგალურად,  – ამის შესახებ იტალიის ელჩმა საქართველოში ენრიკო ვალვომ გადაცემა The Checkpoints-ში განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, იტალიაში ქართველები სამუშაოდ უკვე მრავალი წელია ჩადიან, ამიტომაც ბოლო რამდენიმე წლის სტატისტიკა გაცემული სამუშაო ვიზების შესახებ არ ასახავს სრულ სურათს.

ამასთან, იტალიის ელჩის თქმით, ქართველების ჯგუფი კარგად ინტეგრირებულები არიან იტალიაში. გარდა ამისა, ქართველი ემიგრანტები ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფიცაა, რაც გამოხატულია ფულადი გადმორიცხვების რაოდენობითაც.

„ერთ-ერთი ჩვენი მნიშვნელოვანი აქტივი, როდესაც ვსაუბრობთ იტალიაში მომუშავე საქართველოს მოქალაქეებზე არის ის, რომ ჩვენ კულტურული სიახლოვის მაღალი დონე გვაქვს.  ჩვენ ცხოვრებას ვუყურებთ იგივენაირად, რაც გვეხმარება იმაში, რომ ინტერაქცია მოხდეს ჩვენს შორის“, – განაცხადა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები