მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რამდენმა მოქალაქემ მიიღო 2021 წელს აშშ-ის საიმიგრაციო ვიზა?

639ae6cc9b4d6
BM.GE
15.12.22 16:43
1200
2021 წლის განმავლობაში აშშ-ის საიმიგრაციო ვიზა საქართველოს 652-მა მოქალაქემ მიიღო. აშშ-ის გაცემული ვიზების რაოდენობის მიხედვით რეიტინგში ქვეყანა 65-ე ადგილზეა. ინფორმაციას ამის შესახებ visualcapitalist-ი აქვეყნებს.

მონაცემები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ბიუროს ანგარიშებს ეფუძნება. Forbes.ge-ზე გამოქვეყნებული სტატიიდან შეიტყობთ, თუ რომელი ქვეყნების მოსახლეობა იღებს შეერთებული შტატების საიმიგრაციო ვიზას ყველაზე ხშირად. 

აღსანიშნავია, რომ არსებობს ორი კატეგორიის ვიზა: საიმიგრაციო და არასაიმიგრაციო. არასაიმიგრაციო ვიზა დროებითი სამსახურებრივი საქმიანობის ან სამოგზაურო მიზნებისათვის გაიცემა. სამსახურებრივი მიზნით ამგვარი ვიზის მიღება ვადით იზღუდება და არ წარმოადგენს მწვანე ბარათის ან მოქალაქეობის მიღების წინაპირობას. არასაიმიგრაციო ვიზას ტურისტული მიზნებით მოგზაურთა გარდა იღებენ პრესის წარმომადგენლები, დიპლომატიური წარმომადგენლები, უცხო ქვეყნის სამხედრო პერსონალი, სპორტსმენები და სხვა.

რაც შეეხება საიმიგრაციო ვიზას – ისიც ორგვარია: სამუშაო საფუძვლის მქონე ან ოჯახური საფუძვლის მქონე. განსხვავება კი ის არის, რომ საიმიგრაციო ვიზის მიღმა აშშ-ში მუდმივად ცხოვრებისა და მუშაობის უფლების მოპოვების შესაძლებლობა დგას. ეს უკანასკნელი კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მწვანე ბარათის ან მოქალაქეობის მიღების სახით ხდება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, გასულ წელს 285,000 საიმიგრაციო ვიზა გაიცა. მათგან ყველაზე მეტი, 40,597 მექსიკის მოქალაქეებმა მიიღეს. აშშ-ის მიერ კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებზე გაცემული საიმიგრაციო ვიზების რეიტინგში მეორე ადგილზე 18,501 გაცემული ვიზით ჩინეთი იმყოფება. სიაში მესამე პოზიციაზე მოხვდა დომინიკის რესპუბლიკა (17,941). რაც შეეხება ხუთეულს, მას ფილიპინები (15,862) და ავღანეთი (10,784) ავსებენ.

საინტერესო, რომ აშშ-ის მეზობელი კანადის მოქალაქეებზე გასულ წელს მხოლოდ 1,464 ვიზა გაიცა და მან რეიტინგში 43-ე ადგილი დაიკავა. კიდევ უფრო გასაკვირია, რომ რეიტინგის ტოპ-25-ში მხოლოდ ერთი ევროპული ქვეყანა, უკრაინა ხვდება. 2021 წლის განმავლობაში, რუსეთის შეჭრამდე უკრაინელებმა 3,019 საიმიგრაციო ვიზა მიიღეს.

მძიმე პოლიტიკური ვითარების მქონე ქვეყანათაგან ყველაზე ცოტა, მხოლოდ 8 ერთეული ვიზა ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებმა მიიღეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები