მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს რკინიგზა“ 10 ელმავლის შესაძენად ₾184-მილიონიან ტენდერს აცხადებს

საქართველოს რკინიგზა

„საქართველოს რკინიგზა“ ახალი ელმავლების შეძენას გეგმავს. 10 ელმავლის შესყიდვის მიზნით მსხვილი ტენდერი უკვე გამოცხადდა, რომლის სავარაუდო ღირებულება, დღგ-ს გარეშე, 183.9 მლნ ლარს აღწევს. მუდმივი დენის მაგისტრალური ელმავლების და თანამდევი მომსახურების შესყიდვაზე წინადადებების მიღება 3 დეკემბერს დაიწყება და 5 დეკემბერს დასრულდება. გამარჯვებულმა ახალი ლოკომოტივები სახელმწიფო კომპანიას 12 თვეში უნდა მიაწოდოს.

პირობის მიხედვით, ელმავლები არ უნდა იყოს ნამყოფი ექსპლუატაციაში, დამზადებული უნდა იყოს არაუადრეს 2023 წელს.

ამასთან, შემოთავაზებულმა ელმავალმა უნდა უზრუნველყოს თბილისი-მარაბდა-ახალქალაქის უბანზე არანაკლებ 1380 ტ მატარებლის გადაყვანა ერთი ელმავლით. ასევე საქართველოს 1520 მმ ლიანდაგის, 3 კვ ძაბვის მუდმივი დენით ელექტრიფიცირებული რკინიგზაზე სატვირთო მატარებლების გადაყვანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები