საქართველოს რკინიგზა დასავლეთის მიმართულებით სამგზავრო გადაყვანებს ნაწილობრივ აღადგენს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, რამდენიმე რეისის განახლება მიმდინარე წლის 9 იანვრიდან იგეგმება.
რკინიგზის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 9 იანვრიდან ამოქმედდება შემდეგი რეისები:
- №870/869 თბილისი–ზუგდიდი–თბილისი;
- №874/873 თბილისი–ფოთი–თბილისი;
- №854/853 თბილისი–ოზურგეთი–თბილისი.
საქართველოს რკინიგზაში განმარტავენ, რომ ადრე გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.
კომპანიის ინფორმაციით, მგზავრებს განახლებული რეისების ბილეთების შეძენა რკინიგზის სალაროებსა და ონლაინ პლატფორმებზე შეუძლიათ.























