მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს რკინიგზა" პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებს

5e69e7e4a079d
BM.GE
12.03.20 11:41
939
"საქართველოს რკინიგზა" კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოძრავი შემადგენლობების, სადგურების, სერვის ცენტრებისა და დეპოების სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას აგრძელებს.

სამგზავრო მატარებელსა და დეპოებში დეზინფექციის პროცესის მიმდინარეობას საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახურის უფროსი ადგილზე გაეცნო.

ნიკა კაჭარავას განცხადებით, საქართველოს რკინიგზა ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებას, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს და დაგეგმილ საპროფილაქტიკო ღონისძიებებს ამ რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებს.

"საქართველოს რკინიგზის" მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ყველა მოძრავ შემადგენლობაში, ასევე შენობებში, დეპოებში და სერვის ცენტრებში ხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები. დეზინფექციისთვის ვიყენებთ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში მითითებული ქიმიური ნივთიერების შემცველ ხსნარებს. დეზინფექცია ტარდება პერმანენტულ რეჟიმში და გაგრძელდება მანამ, სანამ გვექნება მითითება", - განმარტავს ნიკა კაჭარავა.

დაავადების პრევენციისთვის საქართველოს რკინიგზა, მემანქანეების რეისის წინა შემოწმების პროცესს შესაბამისი აპარატურით ახორციელებს. როგორც რკინიგზაში განმარტავენ, უკვე შესყიდულია და მიმდინარე წლის აპრილიდან აღნიშნული აპარატურა იქნება სრულად უკონტაქტო ყველა შესამოწმებელ პუნქტში, ხოლო ვირუსის პრევენციისთვის მარტის ბოლომდე მემანქანეების შემოწმება ერთჯერადი, ინდივიდუალური ალკოტესტერებით განხორციელდება, რისი შესაბამისი მარაგიც კომპანიის მიერ უკვე შეძენილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები