მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ღამის რეისს ამატებს

60f93694b8466
BM.GE
22.07.21 13:08
1291
23 ივლისიდან, საქართველოს რკინიგზა, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით კიდევ ერთ, ღამის რეისს ამატებს. შესაბამისად, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დღეში ოთხი რეისი შესრულდება. ინფორმაციას თავად სახელმწიფო უწყება ავრცელებს.

სამგზავრო მატარებლების განრიგი და მოძრაობის დრო იხილეთ მოცემულ ცხრილში.



ბილეთები უკვე იყიდება ონლაინ და საქართველოს რკინიგზის სალაროებში.

"აქვე შეგახსენებთ, რომ ძალაში რჩება კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეკომენდაციები: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.

საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს და ბედნიერ მგზავრობას უსურვებს",- ნათქვამია განცხადებაში.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები