მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში რკინიგზის მგზავრთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა - სტატისტიკა

64675e89d29f5
მარიამ ვარადაშვილი
19.05.23 15:29
423
საქსტატის ინფორმაციით, I კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 472.3 ათასი მგზავრი, რაც 2022 წლის I კვარტლის მონაცემს 98.3%-ით აღემატება.

საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 464.4 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 98.3%-ს შეადგენს, ზრდა 99%-ია. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 7.8 ათასი მგზავრი, ამ შემთხვევაში ზრდა 68.4%-ს შეადგენს.

I კვარტალში საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.2 მლნ. ტონა ტვირთი, რაც 5.2%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. აღნიშნული მოცულობის 11% ადგილობრივ გადაზიდვაზე მოდის, 30.5% - საერთაშორისო გადაზიდვაზე, ხოლო 58.6% - ტრანზიტზე.

I კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 70.3% გამომგზავნ ქვეყანას რუსეთი წარმოადგენს, ხოლო 12.2%-ის შემთხვევაში აზერბაიჯანია.

სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განსხვავებულია განაწილება ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში, სადაც 68.7% ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე მოდის, 13.8% - ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 4.4%- სხვა არამეტალურ მინერალურ პროდუქტებზე.

რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ნავთობროდუქტები და ბუნებრივი აირი (49.2%), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (12.3%) და კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (10.8%). 2023 წლის I კვარტალში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 73% სამ სასაქონლო ჯგუფზე: ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები და ბუნებრივი აირი მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები