2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რკინიგზა სულ 466 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.4%-ით ნაკლებია - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა.
დოკუმენტის თანახმად, მგზავრების 99% წარმოადგენდა უშუალოდ საქართველოს რკინიგზის სერვისით მოსარგებლეს, ხოლო 3,800 მგზავრი კი საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანით ქვეყანაში შემოსულ მგზავრს წარმოადგენდა.
ანგარიშის მიხედვით, საქართველო სამგზავრო სარკინიგზო სერვისით მხოლოდ სომხეთთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, 3,800 მგზავრი სომხეთიდან მატარებლით შემოსული/გასული მგზავრი იყო.