2022 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა 21.8%-ით გაიზარდა და მან 14.8 მილიონ ტონას მიაღწია - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყენბული ანგარიშიდან ირკვევა. სამინისტროს ინფორმაციით მთლიან გადაზიდვებში საერთაშორისო ტვირთების მოცულობა 12.9 მილიონი ტონა იყო.
საქართველოს რკინიგზის სტატისტიკა ასეთია:
2022 წელს BTK-თი (გარდაბანი-ახალქალაქი და უკუმიმართულება) გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 19,739 TEU, რაც 2021 წელთან შედარებით 3.7%-ით ნაკლებია (20,492 TEU).
2022 წელს შუა დერეფანზე ჩინეთიდან/კენ საქართველოს გავლით გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 10,936 TEU, რაც 2021 წელთან შედარებით 8.3%-ით მეტია (10,094 TEU).
სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა:
2022 წელს საქართველოს სატრანსპორტო დარგების (საავტომობილო, რკინიგზა, სამოქალაქო ავიაცია) მიერ საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 27.9 მილიონი ტონა, რაც 2021 წელთან შედარებით 20.5%-ით მეტია (23.2 მილიონი ტონა).
დღეს საქართველოს მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს საქართველოს რკინიგზის წმინდა მოგებამ 283 მილიონი ლარი შეადგინა.
მთავრობის ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულების შემდეგ, სარკინიგზო ქსელის ტექნიკური გამტარიანობა 27 მილიონი ტონიდან 48 მილიონ ტონამდე გაიზრდება.