საქართველოს რკინიგზამ 27 თებერვლის რეისებიც გააუქმა. მიზეზი უამინდობაა.
როგორც რკინიგზის განცხადებაში წერია, არსებული უამინდობის და დიდთოვლობის გამო, უქმდება მატარებლების შემდეგი რეისები:
27 თებერვალი:
802/801 თბილისი-ბათუმი;
804/803 თბილისი-ბათუმი;
870/869 თბილისი-ზუგდიდი;
874-873 თბილისი-ფოთი;
618/617 თბილისი-ბორჯომი;
686/685 თბილისი-ბორჯომი;
"მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ. საქართველოს რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე.საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო", - წერია რკინიგზის განცხადებაში.