“საქართველოს რკინიგზამ“ 6 თვე 86.4 მლნ ლარის წმინდა მოგებით დახურა. სარკინიგზო კომპანიას შემოსავლები და მოგება წლიურად შემცირებული აქვს.
„საქართველოს რკინიგზის“ მონაცემებით, იანვარ-ივნისში კომპანიამ 305,719,000 ლარის შემოსავალი მიიღო, 5.3 მლნ (1.7%) ნაკლები 2022 წლის 6 თვის მონაცემთან შედარებით. 10.6-იდან 3.5 მლნ ლარამდეა შემცირებული სხვა შემოსავლები. ამასთან, 22.5 მლნ-ით, 97.4 მლნ -იდან 119.9 მლნ-მდეა გაზრდილი თანამშრომლებზე გაწეული ხარჯის მოცულობა. მხოლოდ მეორე კვარტალში „საქართველოს რკინიგზის“ შემოსავლებმა 167.8 მლნ ლარი შეადგინა.
„საქართველოს რკინიგზის“ შემოსავლები 2023 წლის 6 თვეში:
- სატვირთო გადაზიდვები - 170.3 მლნ ლარი (2022 წ. 6 თვე - 191 მლნ)
- ლოგისტიკური სერვისები - 68 მლნ ლარი (2022 წ. 6 თვე - 61 მლნ)
- ტვირთს მართვა - 40.4 მლნ ლარი (2022 წლის 6 თვე - 40 მლნ ლარი)
- სატვირთო ვაგონების სასაზღვრო გადასახადი - 3.9 მლნ ლარი (2022 წლის 6 თვე - 3.6 მლნ)
- ვაგონებისა და სხვა ქონების გაქირავება - 2 მლნ ლარი ( 2022 წ. 6 თვე - 2.9 მლნ)
- სამგზავრო მომსახურება - 18 მლნ ლარი (2022 წ. 6 თვე - 9.8 მლნ ლარი)
- სხვა -2.97 მლნ ლარი (2022 წ. 6 თვე - 2.1 მლნ)
„საქართველოს რკინიგზამ“ მიმდინარე წლის 6 თვეში 6,652,000 ტონა ტვირთი გადაზიდა და 1,041 მლნ მგზავრს მოემსახურა.
6 თვის მონაცემებით, სატვირთო გადაზიდვებში წლიურ ჭრილში კლებაა 2.4%. მხოლოდ მეორე კვარტალში რკინიგზის მიერ 3,5 მლნ ტონა ტვირთის მომსახურება მოხდა, რაც 8.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. მეორე კვარტალში რკინიგზით გადაზიდული ტვირთის 10.7 პროცენტი მოდიოდა ადგილობრივ გადაზიდვაზე, 31.2 პროცენტი - საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 58.1 პროცენტი - ტრანზიტზე.