მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს რკინიგზას საკონტეინერო გადაზიდვები წელს 34%-ით გაეზარდა

5dc85c398e8f1
შოთა ტყეშელაშვილი
11.11.19 10:00
2667
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 2019 წლის 10 თვის განმავლობაში მათ 64,000 კონტეინერი (TEU) გაატარეს, რაც რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. 2018 წელთან შედარებით კონტეინერების აღნიშნული რაოდენობა 34%-ით მეტია.

2016 წლის შემდგომ, კონტეინერების გადაზიდვების მაჩვენებელი გაორმაგებულია.

ნედლი ნავთობის გარეშე, საქართველოს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების საერთო მოცულობა 8,57 მილიონ ტონას შეადგენს, ეს 2018 წელთან შედარებით 7%-ით მეტია, თუმცა იგივე 2014 წელთან მიმართებით, ეს რიცხვი 29%-ით ნაკლებია.

მთლიანობაში გადაზიდვების სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ თანდათანობით იცვლება იმ პროდუქციის შემადგენლობა, რომელიც საქართველოს სატრანსპორტო დერეფანზე გაივლის. თუ ამ დერეფანის მთავარი მამოძრავებელი წარსულში იყო ნედლეული - ნავთობი, მადნები, ხორბალი თუ სხვა საქონელი, დღეს მზარდია დამუშავებული პროდუქციის ტრანზიტი, რომელიც უფრო ხშირად სწორედ კონტეინერების საშუალებით გადაიზიდება.

ცალკეული თვეების მიხედვით, რკინიგზას ყველაზე მაღალი დატვირთვა ოქტომბერში ჰქონდა, როდესაც მთლიანად გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 1 მილიონ ტონას გადააჭარბა. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაზიდვები 825 ათას ტონას შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები