მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოს რკინიგზას“ Stadler -ის მატარებლების 1 თვით დაზღვევა $12 000 დაუჯდება

6250026ea2bf6
BM.GE
08.04.22 17:47
1061
“საქართველოს რკინიგზას“ Stadler -ის მატარებლების 1 თვით დაზღვევა 12 000 დოლარი დაუჯდება. გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრეულება კომპანია „უნისონთან“ გაფორმდება. ამ კომპანიასთან „საქართველოს რკინიგზას“ ამ დრომდე 23 499 დოლარის ღირებულების, 2 თვიანი ხელშეკრულებაც ჰქონდა გაფორმებული, რადგანაც წინა ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა.

როგორც შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, პარალელურად მიმდინარეობს ტენდერი სადაზღვევო კომპანიის შესარჩევად. ტენდერშიც მხოლოდ „უნისონი“ მონაწილეობს და თუ გაიმარჯვებს, მასთან ერთწლიანი სადაზღვევო ხელშეკრულება გაფორმდება.

„ტენდერში შერჩევა-შეფასება დაიწყო 2022 წლის 05 აპრილს და შემდგომ პროცედურებსა და გამარჯვებულის გამოვლენას სჭირდება გარკვეული პერიოდი, შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია გამარტივებული შესყიდვის გზით მომსახურების შესყიდვა 1 თვის ვადით რათა თავიდან იქნას აცილებული, მატარებლების დაუზღვევლობის გამო სესხის გამცემი ბანკის მხრიდან მოსალოდნელი სანქციების დაკისრების რისკი“, - აცხადებს საქართველოს რკინიგზა.

ოთხი ერთეული ოთხვაგონიანი ,,STADLER KISS" ტიპის ელექტრომატარებლები სარკინიგზო კომპანიამ შვეიცარულ ბანკ CREDIT SUISSE-სგან აიღო 10 წლიანი სესხით შეიძინა. სწორედ სასესხო ხელშეკრულება ავალდებულებს რკინიგზას მატარებლები A კლასის სადაზღვევო ორგანიზაციაში დააზღვიოს. ასევე განსაზღვრულია სადაზღვევო თანხა რომელიც უნდა შეადგენდეს სეხსის ძირის არანაკლებ 120 %-ს.

დაზღვევა უნდა ფარავდეს შემდეგ ძირითად კატეგორიებს:
1) ქონების ყველა რისკის დაზღვევა;
2) მესამე მხარის მიმართ პასუხისმგებლობა;
3) ტერორიზმისგან დაზღვევა;

შეგახსენებთ, „საქართველოს რკინიგზამ“ STADLER-ის ტიპის 4 ორსართულიანი ელექტრომატარებელი 2016 წელს შეიძინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები