მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს რკინიგზის დელეგაციამ ჩინეთი-ევროპის საკონტეინერო გადაზიდვები განიხილა

623ae53ef2cf3
BM.GE
23.03.22 13:44
787
ტაშკენტში, სარკინიგზო ადმინისტრაციებისა და ლოჯისტიკური კომპანიების სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების დირექტორი, კახა გუდიაშვილი დაესწრო.

განხილვის მთავარი თემა - ჩინეთიდან თურქმენეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით თურქეთსა და ევროპასთან დამაკავშირებელი კორიდორის არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები იყო. მარშრუტი, რომელიც 2019 წელს ამოქმედდა კონტეინერების გადაზიდვის მზარდი ტენდენციით გამოირჩევა.

შეხვედრებზე უცხოელმა კოლეგებმა საკონტეინერო გადაზიდვების შეუფერხებელი მუშაობისთვის მხარეთა პასუხისმგებლობები, გადაზიდვის ვადები და სატარიფო პირობები განიხილეს. ასევე იმედი გამოთქვეს, რომ რეგიონში შექმნილი ვითარების მიუხედავად, არსებულ მარშრუტზე ტვირთბრუნვის მზარდი ტენდენცია შენარჩუნდება.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები