საქართველოს რკინიგზის მიერ, წლის პირველ ნახევარში, ჯამურად გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 10%-ით გაიზარდა და 6.9 მლნ ტონა შეადგინა. ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, ეს ბოლო ათწლეულში წლის პირველი ნახევრის ჭრილში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
"2026 წლის ივნისში საქართველოს რკინიგზის მიერ ჯამურად 12,049 TEU გადაიზიდა, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში თვიურ ჭრილში დაფიქსირებული ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზის მიერ ჯამურად გადაზიდული ტვირთების მოცულობის ზრდის პარალელურად, დადებითი ტენდენციაა ყველა ცალკეულ გადაზიდვების რეჟიმშიც - იმპორტში, ექსპორტში, ტრანზიტსა და ადგილობრივ გადაზიდვებში. ამასთან, რკინიგზამ მნიშვნელოვნად გაზარდა იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომელთა გადაზიდვებსაც ამჟამად ახორციელებს", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში.




























