მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რკინიგზის განცხადება

შტადლერი

საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმის მიმართულებით გამსვლელი მატარებლის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომლის შემადგენლობის მესამე ვაგონს კონდიცირება გაეთიშა. რკინიგზაში აცხადებენ, რომ ამ ვაგონის მგზავრები ბათუმამდე ჯრტ ტიპის მატარებლით ჩავლენ, რომელშიც გაგრილების სისტემა გამართულია.

„ძვირფასო მგზავრებო, მატარებელს რომელიც თბილისიდან ბათუმის მიმართულებით 10:25 წუთზე გავა, მესამე ვაგონში გაეთიშა კონდიცირება. სწორედ ამიტომ, საქართველოს რკინიგზა მესამე ვაგონის მგზავრებს ბათუმის მიმართულებით, ჯრტ ტიპის მატარებლით ჩაიყვანს, სადაც გამართულად მუშაობს გაგრილების სისტემა. დამატებითი მატარებელი თბილისიდან 10:50-ზე დაიძრება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბათუმიდან 18:20-ის რეისზე შტადლერის ტიპის მატარებლით თბილისში მომავალი მესამე ვაგონის მგზავრები, წამოვლენ ასევე ჯრტ ტიპის მატარებლით. დამატებითი მატარებელი 18:50-ზე დაიძრება.

საუბარია მხოლოდ მესამე ვაგონის მგზავრებზე ორივე მიმართულებით. შექმნილი უხერხულობის გამო საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით. ბილეთის ღირებულების სხვაობა ყველა მესამე ვაგონის მგზავრს აუნაზღაურდება“, - ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

(NS)