მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოს რკინიგზისთვის“ უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს ინფრასტრუქტურის ამორტიზაცია - ფინანსთა სამინისტრო

რკინიგზა

“საქართველოს რკინიგზისთვის“ ამ მომენტისთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს ინფრასტრუქტურის ამორტიზაცია - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ფისკალური რისკების ანგარიშშია ნათქვამი.

„მიუხედავად პოზიტიური ტენდენციებისა, კომპანიისთვის ამ მომენტისთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს ინფრასტრუქტურის ამორტიზაცია. აუცილებელია, უახლოეს პერიოდში შემუშავდეს კომპანიის საინვესტიციო პრიორიტეტების გეგმა, რომელიც ერთი მხრივ უზრუნველყოფს რკინიგზის საოპერაციოს საქმიანობის უსაფრთხოდ და უწყვეტად გაგრძელებას, მეორე მხრივ არ გააუარესებს კომპანიის გადახდისუნარიანობას“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც 2024 წლის ბიუჯეტის პროექტთან ერთად პარლამენტს უკვე წარედგინა.

2022 წელი „საქართველოს რკინიგზისთვის“ რეკორდულად შემოსავლიანი წელი იყო. გადამზიდავის შემოსავლებმა 940 მლნ ლარი შეადგინა, მათ შორის, საოპერაციო შემოსავალი 691 მლნ ლარი იყო, წმინდა მოგება კი, 397 მლნ შეადგენდა.

„საქართველოს რკინიგზა“ ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, სადაც რეფორმა იგეგმება. სარკინიგზო კომპანიაზე გავლენას ახდენს კვაზი- ფისკალური აქტივობაც. მაგალითად, 2022 წელს  საქართველოს რკინიგზამ  38.6 მლნ ლარი მიმართ მგზავრების გადაყვანის სუბსიდირებისთვის. 

„ამ მიმართულებით ნულოვანი მოგების მისაღწევად კომპანიამ 2022 წელს დაახლოებით 7.5 მილიონი ლარით იზარალა. ამის გარდა, გამოწვევას წარმოადგენს მგზავრთა გადაყვანის ტარიფში ინფრასტრუქტურის ცვეთის კომპონენტის ასახვა ან აღნიშნულის დაფარვა კომპანიისთვის ხელმისაწვდომი სხვა სახსრებიდან“, - აღნიშნულია ფისკალური რისკების დოკუმენტში.

აღსანიშნავია, რომ რეფორმის ფარგლებში „საქართველოს რკინიგზის“ 50%-იანი წილი მართვაში უკვე გადაეცა ფინანსთა სამინისტროს. 50% -ს კვლავ მართავს ეკონომიკის სამინისტრო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები