მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს როლი შუა დერეფანში

ივლისში საქართველოს გავლით ჩინეთიდან თურქეთში სატრანზიტო ავტოგადაზიდვა დაიგეგმა. შუა დერეფნის ისტორიაში პირველად, ჩინეთიდან საქართველოში ორგანიზებული საპილოტე ავტოგადაზიდვა ჯერ კიდევ 26 მაისს შესრულდა. ჩინეთის ქალაქ ურუმჩიში დატვირთული ავტომობილები საქართველოში ყაზახეთის, კასპიის ზღვისა და აზერბაიჯანის გავლით შემოვიდნენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის ინფორმაციით, ამჯერად ტვირთის საბოლოო დანიშნულების ადგილი საქართველო იყო, თუმცა, სამომავლოდ შესაძლებელია, შუა დერეფნის მარშრუტით ავტოგადაზიდვები ჩინეთიდან ევროპაში შესრულდეს. რაც შეეხება შეეხება ამ მარშრუტით ავტოგადაზიდვის ვადებს, გურამ გურამიშვილის ინფორმაციით, ჩინეთიდან ევროპაში საზღვაო გზით ტვირთის გადაზიდვას 52 დღე სჭირდება, მაშინ, როცა შუა დერეფნის გავლით საქართველოს პორტებამდე საკონტეინერო გადაზიდვა 12 დღეშია შესაძლებელი. მისი შეფასებით, გადამზიდავი კომპანიებისთვის ეს პროექტი და მარშრუტი უაღრესად მიმზიდველია.

რა პერსპექტივა აქვს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშეს? რამდენად მიმზიდველია ჩვენი ქვეყნის გავლით ტვირთების ჩინეთიდან ევროპაში გადაზიდვა და რას იგებს ამით საქართველო?

სტუმარი: გიორგი ზუმბაძე - SKYLOG-ის მმართველი პარტნიორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები