მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს რუსულ გაზზე დამოკიდებულება იზრდება - რა მოცულობის ბუნებრივ აირს ვყიდულობთ Gazprom-ისგან?

რუსული გაზი

"გაზპრომის" ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში გაზის მიწოდება 40.4%-ით გაზარდა. რუსეთის სახელმწიფო კომპანიის ცნობით, გასულ წელს პირველად ისტორიაში, გაზპრომმა ჩინეთს მეტი გაზი მიაწოდა, ვიდრე ევროპას და ამავე დროს აგრძელებს ექსპორტის ზრდას ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში. კერძოდ, კომპანიამ ყაზახეთში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში რუსული გაზის მიწოდება 22,2%-ით, საქართველოში კი 40.4%-ით გაზარდა.

რა მოცულობის გაზი შემოვიდა რუსეთიდან ოფიციალურად უცნობია, თუმცა სემეკის მონაცემებით, 2020 წლიდან რუსული გაზის იმპორტი მუდმივად მზარდია. მაგალითად, 2024 წელს იმპორტი ჩრდილოეთიდან 32%-ით, 788 მლნ კუბ.მეტრამდე იყო გაზრდილი.

თუ გავითვალისწინებთ, რომ 2025 წელს ზრდა 40%-ს აღემატებოდა, გამოდის, რომ გასულ წელს საქართველომ "გაზპრმისგან" 1.1 მლრდ კუბ. მეტრზე მეტი გაზი მიიღო. 2024 წლის ანგარიშში სემეკი მიუთითებდა, რომ რუსეთიდან ბუნებრივი გაზის მიღების შედარებით მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია ქვეყნის შიგნით ბუნებრივი გაზის გაზრდილი მოხმარებით, კერძოდ, პიკური დღიური მოხმარებების 15-18 მლნ კუბ. მეტრის ნიშნულზე ყოფნით.

ამასთან, აზერბაიჯანის მხრიდან ბუნებრივი გაზის მიღების წერტილების დაკონტრაქტებული სიმძლავრეები ვერ უზრუნველყოფდა შიდა მოხმარების სრულად დაკმაყოფილებას და საჭირო ხდებოდა დამატებითი ბუნებრივი გაზის შემოტანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები