23-24 მაისს გერმანიაში, მაინის ფრანკფურტში ბერლინის ჯგუფის ღია ფინანსების კონფერენცია იმართება, რომლის მიზანია შექმნას ღია ბანკინგის და ღია ფინანსების სტანდარტები ევროპული რეგულაციების შესაბამისად და ხელი შეუწყოს მის დანერგვასა და სხვადასხვა მხარეებს შორის ურთიერთთავსებადობას.საქართველო კონფერენციაზე პოზიციონირებას რეგიონის ქვეყნებში მოწინავე სისტემებით შეეცდება. მათ შორის ღია ბანკინგის პროექტის დირექტორი მიხეილ კაპანაძე კონფერენციაზე წარმოადგენს მოხსენებას საქართველოში ღია ბანკინგის დანერგვის მიმდინარე სტატუსის, პრიორიტეტების, უკვე გამოტანილი დასკვნების და სამომავლო გეგმების შესახებ.
სტუმრები: ალექსანდრე ძნელაძე - "საქართველოს საბანკო ასოციაციის" პრეზიდენტი;
მიხეილ კაპანაძე - "საქართველოს საბანკო ასოციაციის" ღია ბანკინგის პროექტის ხელმძღვანელი.