მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საბანკო ასოციაციამ და  სომხეთის ბანკების გაერთიანებამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

საბანკო ასოციაცია
29.08.24 18:24
1518

დღეს საქართველოს საბანკო ასოციაციამ და სომხეთის ბანკების გაერთიანებამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი ორი ქვეყნის საბანკო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

სომხეთის ბანკების გაერთიანების თავმჯდომარე დანიელ აზატიანი და ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქრისტინე ბეგლარიანი საქართველოს ესტუმრნენ, შეხვედრას საქართველოს საბანკო ასოციაციამ უმასპინძლა.

საქართველოს საბანკო ასოციაციის გუნდმა სტუმრებს ასოციაციის საუკეთესო პრაქტიკები და სტრატეგიული მიმართულებები გააცნო. მონაწილეები ერთობლივი პროე ტების განხორციელებაზე და ბიზნეს პარტნიორობების გაფართოვებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა იმ გამოცდილების გაზიარებაზეც ისაუბრეს, რომელშიც საქართველოს საბანკო სექტორი რეგიონის მასშტაბით მოწინავეა - მათ შორისაა გაციფრულება, კიბერუსაფრთხოება, ღია ბანკინგი, ESG, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა და სხვა.

2024 წელს საქართველოს საბანკო ასოციაციას თანამშრომლობის გაღრმავების და გამოცდილების გაზიარების მიზნით რამდენიმე სხვა ქვეყნის ასოციაციაც ესტუმრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები