მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს საბანკო რეგულირების ჩარჩო რეგიონში მოწინავეა - S&P Global

S&P Global

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საბანკო სექტორის რისკის შეფასების მორიგი განახლება გამოაქვეყნა.

დოკუმენტში მიმოხილულია ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის საბანკო სექტორის საერთო ტენდენციები, ძლიერი და სუსტი მხარეები, მთავარი გამოწვევები და მაკროეკონომიკური რისკები.

"ყაზახეთსა და აზერბაიჯანში სარეგულაციო ზედამხედველობა გაძლიერდა ბოლო რამდენიმე წელში და ყაზახეთმა ბაზელ სამის და რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობა დანერგა, ამავეს აკეთებს აზერბაიჯანიც. საქართველოს საბანკო სექტორის რეგულირება ფართოდ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ეროვნული ბანკის მმართველობის ჩარჩოც განახლებას განაგრძობს. საბანკო სფეროს რეგულირება უმჯობესდება უზბეკეთსა და ყირგიზეთშიც", - ნათქვამია მიმოხილვაში.

პუბლიკაციის მიხედვით, პორტფელში IFRS Stage 3 სესხების წილის მხრივ ქართული ბანკების აქტივების ხარისხი საუკეთესოა რეგიონში, ამასთან საკრედიტო რისკის ხარჯიც მინიმალურია, რასაც პოზიტიურ მაკროეკონომიკურ გარემოსთან ერთად სებ-ის, როგორც მარეგულირებლის, ეფექტიანი მუშაობაც განაპირობებს.

სარეიტინგო სააგენტო S&P მოელის, რომ საქართველო იქნება რეგიონში პირველი, რომელიც ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს დანერგავს, რაც ევროკავშირში მოქმედ დირექტივას დაეფუძნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები