მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საბანკო სექტორთან საკმაოდ ახლოს ვთანამშრომლობთ - EBRD-ის პრეზიდენტი

63271a1a57f84
შოთა ტყეშელაშვილი
18.09.22 17:14
611
BMG TV-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში EBRD-ის პრეზიდენტმა ოდილ რენობასომ საქართველოში ბანკის 30-წლიანი ისტორიის და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

გიორგი ისაკაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში EBRD-ის პრეზიდენტმა საქართველოს კერძო სექტორთან პარტნიორობის შესახებ ისაუბრა. სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან განსხვავებით, რომელთა საქმიანობაც ძირითადად საჯარო პროექტების დაფინანსებით შემოიფარგლება, EBRD აქტიურად აფინანსებს კერძო სექტორს. ბანკის მიერ განხორციელებული 5 მილიარდი ევროს მოცულობის პროექტებიდან 47% სწორედ კერძო სექტორის დაფინანსებას წარმოადგენდა.

ოდილ რენო ბასოს განმარტებით, კერძო სექტორისთვის დაფინანსების მიწოდების კუთხით მათი ძირითადი პარტნიორები ქართული კომერციული ბანკები არიან.

- თუ შეგიძლიათ მოგვიყვეთ საქართველოში თქვენი პორტფელის შესახებ? რადგან EBRD როგორც ბანკი და როგორც ფინანსური ინსტიტუტი დღეს არის არამხოლოდ საქართველოს ეკონომიკის ნაწილი, არამედ არის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი, არამედ წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორი მთელი უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. თუ შეგიძლიათ გამოყოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორები და სფეროები ამ მხრივ?

“ჩვენ საბანკო სექტორთან საკმაოდ ახლოს ვთანამშრომლობთ, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს თითქმის ყველა ბანკთან ვპარტნიორობთ, მათ შორის ყველაზე მჭიდროდ ორ უმსხვილეს მათგანთან და გვაქვს პროექტების ფართო პორტფელი. ჩვენი პროექტების უმეტესობა, მათ შორის მცირე და საშუალო მეწარმოების განვითარების პროექტები, რომლებიც ახსენეთ. ასევე ქალ ბიზნესმენთა გაძლიერების პროექტი, ენერგოეფექტურობის განმტკიცების პროექტი, ასევე ვაჭრობის ფინანსირების პროგრამა, ეს ყველა პროექტი ბანკებთან თანამშრომლობით ხორციელდება. ასევე ქართულ ბანკებთან უცხოური საფინანსო სისტემის განვითარებაზეც გვაქვს თანამშრომლობა, რისი მაგალითიცაა უზბეკეთში ქართული ბანკის განვითარების პარტნიორობა და ჩვენ ამას ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან პროექტად ვთვლით.

ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებთან, თქვენ ახსენეთ ერთ-ერთი კლიენტი, რომელიც ჯანდაცვის სფეროში მუშაობს (საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი), ასევე გვყანან პარტნიორები სტუმარმასპინძლობის სფეროში, აგრობიზნესსა და ღვინის წარმოებაში. ამ მხრივ არ გვაქვს სექტორების კონკრეტული სამიზნე და კლიენტების ფართო სპექტრთან განვიხილავთ თანამშრომლობას.

ჩვენ მათ განვითარებასა და ზრდაში ვუწყობთ ხელს, მაგალითად TBC ბანკი არის ინსტიტუტი, რომელსაც მათი დაფუძნებიდან ვეხმარებით ზრდაში და პირველი 3-მილიონიანი საკრედიტო ხაზი, რომელიც მათ დავუმტკიცეთ ბანკის სამომავლო განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეს თავისმხრივ გრძელვადიანი პარტნიორობის საკმაოდ საინტერესო ისტორიაა,”- განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა ოდილ რენო ბასომ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები