"ღაზას სექტორთან 80კმ-ის რადიუსში მცხოვრებთათვის:
ნებადართულია ღონისძიებები და შეკრებები არა უმეტეს 10 ადამიანისა ღია სივრცეში და არა უმეტეს 50 ადამიანისა - დახურულ სივრცეში.
სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საბავშვო ბაღებსა და საზაფხულო ბანაკებში არ განხორციელდება.
სამუშაო ადგილებზე ყოფნა მხოლოდ იმ დაწესებულებებშია ნებადართული, სადაც თავშესაფრებია.
უსაფრთხოების იგივე ნორმები მოქმედებს ცენტრალურ და დასავლეთ ნეგევის მიმდებარედ მცხოვრებთათვის. განსხვავდება მხოლოდ დახურულ სივრცეში შეკრების პირობა: ნებადართულია 100 ადამიანი.
შეცვლილია აფრენის და დაფრენის გრაფიკი ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტში.
საჯარო თავშესაფრები გახსნილია ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქებში - აშდოდი, შდეროთი, ბერშევა და ასევე, რამდენიმე ცენტრალურ ქალაქში".
ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს გაითვალისწინონ და დაიცვან აღნიშნული უსაფრთხოების ნორმები.
ცნობისთვის, ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის ვითარება კვლავ დაიძაბა. ღაზას სექტორიდან ათობით რაკეტა გაუშვეს. რაკეტების უმრავლესობის გაუვნებელყოფა ისრაელის თავდაცვის სისტემამ შეძლო. ასევე, ისრაელმა საპასუხო იერიშები მიიტანა. მიმდებარე ქალაქებში გამაფრთხილებელი სირენების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა.