მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საელჩო საბერძნეთში ხანძრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხანძარი

საქართველოს საელჩო საბერძნეთში ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მითითებებს.

"ატიკის ტერიტორიაზე, კერძოდ ვარნავას, როდოპოლის, სტამატასა და ამიგდალეზაზე არსებულ ხანძართან დაკავშირებით გაცნობებთ შემდეგს:საელჩოს მუდმივი კომუნიკაცია აქვს საბერძნეთის კლიმატური კრიზისებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების სამინისტროსთან. ამასთან, როგორც მოგეხსენებათ, საელჩოში 24 საათის განმავლობაში ფუნქციონერბს ცხელი ხაზი ( +306952220000), რომელზეც ამ დრომდე არ შემოსულა რაიმე შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან. საელჩოს ცხელი ხაზი განთავსებულია როგორც საელჩოს, ისე საკონსულოს ვებგვერდებზე.

ამასთან, საჭიროების შემთხვევაში მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს, მათ შორის, გამოცხადების შემთხვევაში ევაკუაციის მოთხოვნებს. აქვე მიგითითებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია - 100, სახანძრო სამსახური - 199, სასწრაფო დახმარება - 166. საელჩო თავის მხრივ საჭიროებისამებრ მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას! შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000", - წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ათენიდან ჩრდილოეთით მასობრივი ტყის ხანძრებია. მიმდებარე ტერიტორიებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები