მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საერთაშორისო ღონისძიებების გასამართად საჭირო ინფრასტრუქტურა აქვს - m&i-ის კომერციული დირექტორი

ჰერი კაშემა
03.07.24 13:03
470

ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის m&I-ის კომერციული დირექტორი ჰერი კაშემას შეფასებით, საქართველოს მსგავსი ღონისძიებების გასამართად საჭირო ინფრასტრუქტურა აქვს. ამის შესახებ ინფომრაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

საერთაშორისო ფორუმი „m&i Tbilisi 2024“ 1- 4 ივლისის ჩათვლით ტარდება, ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ პოტენციური დამკვეთები დიდი ბრიტანეთიდან და ევროპის შემდეგი ქვეყნებიდან: ბელგია, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია.

„ვამაყობ, რომ m&I-ის ფორუმს საქართველოში ვატარებთ. თქვენს ქვეყანაში პირველად არ ვარ. ჩვენ გავითვალისწინეთ ბევრი ევროპელის რჩევა საქართველოში ფორუმის გასამართად. შარშან m&I-ის ღონისძიება საქართველოში ძალიან კარგად ჩატარდა და წელსაც ძალიან წარმატებული იქნება. ჩვენ ძალიან ბევრი კომპანია ჩამოვიყვანეთ მთელი ევროპიდან საქართველოში. ფორუმის მონაწილეებმა გაიცნეს საქართველოს ტურისტული მიმართულება, რომელსაც აქვს საჭირო ინფრასტრუქტურა ღონისძიებების გასამართად, ასევე გაეცნენ ქართულ კულტურას. იმედი მაქვს ძალიან ბევრი ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს აირჩევს სასურველ მიმართულებად“,-აცხადებს m&I-ის კომერციული დირექტორი ჰერი კაშემა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ყოველწლიურად მონაწილეობს m&i Forum-ის მიერ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილ რიგ ღონისძიებებში. ფორუმები, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით, გამორჩეულად მნიშვნელოვანი ღონისძიებებია, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი საკონვენციო ბიუროების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, ტურისტული კომპანიები, ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლები და ღონისძიებების დამკვეთები ესწრებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები