მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა

საქართველოს საფონდო ბირჟა

საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა. სამეთვალყურეო საბჭო ბიძინა ბეჟუაშვილმა და გრიგოლ ჭირაქაძემ საბჭო დატოვეს, მათ ნაცვლად 3 წლის ვადით აირჩიეს მარინა გულედანი და დავით ნიშნიანიძე. ასევე 3 წლის ვადით ხელახლა აირჩიეს თეიმურაზ ირემაშვილი, ნატო ხაინდრავა და გიორგი თხელიძე.

საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოში 12 წევრია. საბჭოს თავმჯდომარეა მერი ჩაჩანიძე. წევრები არიან: ირაკლი კირტავა, ოთარ შარიქაძე, ზურაბ ქოქოსაძე, გიორგი მეგრელიშვილი, ტარიელ გვალია, თეა ჯოხაძე, მარინე გულედანი, დავით ნიშნიანიძე, ნატო ხაინდრავა, გიორგი თხელიძე, თეიმურაზ ირემაშვილი.

ამასთან, გაიზარდა საქართველოს საფონდო ბირჟის განთავსებული აქციების ნომინალური ღირებულება და 0.01 ლარის ნაცვლად 0.04 ლარით განისაზღვრა. ამჟამად, საფონდო ბირჟის განთავსებული აქციების რაოდენობა 3 მილიონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები