საქართველოს საფონდო ბირჟაზე მიმდინარე წელს 1 გარიგება დაიდო.
კერძოდ, სს "ლიბერთი ბანკის" (ემიტენტი) აქციებთან დაკავშირებული 3000 ლარის ღირებულების გარიგება 21 იანვარს შედგა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ბირჟაზე სულ 9 გარიგება აღირიცხა, რომელთა ჯამური ღირებულება 26 905 ლარი იყო.
საქართველოს საფონდო ბირჟის არქივის თანახმად, ბირჟა გაცილებით უფრო აქტუალური იყო ადრე 2000-იან წლებში. აღნიშნულ პერიოდში საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი იყო არაერთი კერძო კომპანია, რომლებიც ქვეყანაში პრივატიზების პირველი ტალღის შემდეგ დაფუძნდნენ. ბირჟის არქივის თანახმად, 2000 წელს საფონდო ბირჟაზე გარიგებების მოცულობა 5.9 მილიონ ლარს, 2001-ში 13 მილიონ ლარს, 2004 წელს კი 46 მილიონ ლარს შეადგენდა. მაქსიმალური მოცულობის გარიგებები 2005 წელს შესრულდა და ის 62 მილიონ ლარს შეადგენდა.
საქართველოს საფონდო ბირჟის აქტივობა წლების მიხედვით:
| წლები: | გარიგებების რაოდენობა | გარიგებების ღირებულება ლარებში |
| 2024 | 42 | 357,528 ლარი; |
| 2023 | 29 | 162,430 ლარი; |
| 2022 | 19 | 13,619 ლარი; |
| 2021 | 14 | 104,078 ლარი; |
| 2020 | 48 | 46,135 ლარი; |
| 2019 | 56 | 45,717 ლარი; |
| 2018 | 123 | 278,031 ლარი; |
| 2017 | 191 | 312,150 ლარი; |
| 2016 | 89 | 483,076 ლარი; |
| 2015 | 114 | 793,616 ლარი; |
| 2014 | 131 | 881,234 ლარი; |
| 2013 | 283 | 530,493 ლარი; |
| 2012 | 339 | 8,847,355 ლარი; |
| 2011 | 860 | 2,503,704 ლარი; |
| 2010 | 2,372 | 5,117,754 ლარი; |
| 2009 | 1304 | 3,112,576 ლარი; |
| 2008 | 2,321 | 10,584,246 ლარი; |
| 2007 | 6,908 | 38,374,075 ლარი; |
| 2006 | 5,538 | 61,722,271 ლარი; |
| 2005 | 1358 | 62,362,181 ლარი; |
| 2004 | 1,093 | 46,414,395 ლარი; |
| 2003 | 913 | 1,735,290 ლარი; |
| 2002 | 1347 | 8,411,354 ლარი; |
| 2001 | 1,591 | 13,077,245 ლარი; |
| 2000 | 601 | 5,892,326 ლარი. |




























