მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საგარეო უწყებამ გაერთიანებული სამეფოს ელჩი დაიბარა და სანქციებზე შეშფოთება გამოთქვა

ელჩის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გარეთ უორდი დაიბარეს.

უწყების ინფორმაციით, ბრიტანელ დიპლომატს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა და ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესებაზე.

"მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, რომ მსგავსი ქმედებები ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობას.

გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე პროცესების ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასება.

შეხვედრის დასასრულს გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობა დაუბრუნდება პოზიტიურ დინამიკას",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა ქართველ თანამდებობის პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მედიისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაზე. სანქციები გაგრძელებაა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ გასულ კვირას მიღებული ზომების, შეეჩერებინა საქართველოს მთავრობის პროგრამების მხარდაჭერა და შეეზღუდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა.

ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებით სანქცირებულია ხუთი პირი:

  • ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი
  • ალექსანდრე დარახველიძე - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
  • სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი
  • ზვიად ხარაზიშვილი - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი
  • მილერი ლაგაზაური - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები