ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა დოლარებში 9 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც აგვისტოს მაჩვენებელს 43.5 მილიონი დოლარით აღემატება, წლიურ ჭრილში კი 581 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.
საქართველოს საგარეო ვალში პირველ ადგილზე აზიის განვითარების ბანკის კრედიტია, რომლებიც ქვეყანამ უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის აიღო. მეორე ადგილზეა მსოფლიო ბანკის ჯგუფი, რომლის კრედიტებიც ასევე ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხმარდება. მესამე ადგილზეა ევროპის საინვესტიციო ბანკი.
ვისი ვალი აქვს საქართველოს - სტატისტიკა:
კრედიტორი |
ვალის ნაშთი აშშ დოლარში |
აზიის განვითარების ბანკი (ADB) | 2,361,494,000 |
მსოფლიო ბანკი რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) | 2,176,745,000 |
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) | 1,149,372,000 |
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) | 1,149,372,000 |
საფრანგეთი | 814,595,000 |
გერმანია | 617,649,000 |
მთავრობის ევრობონდი | 500,000,000 |
სებ-ის ვალი IMF-ის მიმართ | 385,888,000 |
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) | 228,648,000 |
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) | 228,648,000 |
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) | 219,622,000 |
მთავრობის ვალი IMF-ის მიმართ | 199,387,000 |
ევროკავშირი (EU) | 148,509,000 |
იაპონია | 131,854,000 |
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) | 37,134,000 |
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) | 15,632,000 |
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) | 15,632,000 |
ავსტრია | 12,053,000 |
ქუვეითი | 10,625,000 |
რუსეთი | 7,870,000 |
ამერიკის შეერთებული შტატები | 7,809,000 |
თურქეთი | 2,242,000 |
სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) | 1,867,000 |
ყაზახეთი | 1,252,000 |
აზერბაიჯანი | 1,151,000 |
სომხეთი | 1,016,000 |
ირანი | 840,000 |
თურქმენეთი | 211,000 |
ნიდერლანდების სამეფო | 26,000 |