ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა დოლარებში 8.64 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 728 მილიონი დოლარით მეტია. ლარებში საგარეო ვალი წლიურად 1.95 მილიარდი ლარით გაიზარდა და ის ამჟამად ₾23.5 მილიარდს შეადგენს.
საქართველოს საგარეო ვალში პირველ ადგილზე აზიის განვითარების ბანკის კრედიტია, რომლებიც ქვეყანამ უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის აიღო. მეორე ადგილზეა მსოფლიო ბანკის ჯგუფი, რომლის კრედიტებიც ასევე ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხმარდება. მესამე ადგილზეა ევროპის საინვესტიციო ბანკი.
ვისი ვალი აქვს საქართველოს - სტატისტიკა:
დონორი ორგანიზაცია | ვალის ნაშთი 2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით: |
ADB | $2,209,495,000 |
მსოფლიო ბანკის ჯგუფი | $2,100,044,000 |
EIB | $1,003,422,000 |
საფრანგეთი (AFD) | $763,402,000 |
გერმანია (KFW) | $625,202,000 |
ევრობონდი | $500,000,000 |
EBRD | $231,106,000 |
AIIB | $210,211,000 |
IMF (მთავრობის ვალი) | $195,993,000 |
ევროკავშირი | $145,943,000 |
იაპონია | $134,941,000 |
IFAD | $37,184,000 |
რუსეთის ფედერაცია | $15,241,000 |
ავსტრია | $13,403,000 |
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი | $12,830,000 |
ქუვეითი | $11,458,000 |
ამერიკის შეერთებული შტატები | $8,573,000 |
თურქეთი | $4,342,000 |
ყაზახეთი | $2,425,000 |
აზერბაიჯანი | $2,230,000 |
სომხეთი | $1,967,000 |
ირანი | $1,626,000 |
ამასთანავე, ეროვნულ ბანკს IMF-ის მიმართ 412 მილიონი დოლარი მართებს.
საგარეო ვალი
Infogram