მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად რევაზ ნადარაია დაინიშნა

რევაზ ნადარაია

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე, რევაზ ნადარაია დაინიშნა. გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს პლენუმმა მიიღო.

რევაზ ნადარაიამ საკონსტიტუციო სასამართლოში ხვიჩა კიკილაშვილის ადგილი დაიკავა.

"საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის, საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის გ ქვეპუნქტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 73 მუხლის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დაინიშნა ბატონი რევაზ ნადარაია". - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რევაზ ნადარაია 2021 წლის ივლისში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ აირჩიეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები