მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

625d3e9ce3e87
BM.GE
18.04.22 14:32
3132
ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. დირექტორის თანამდებობაზე ჯაბა სირბილაძე დაინიშნა.
ჯაბა სირბილაძე ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში დანიშვნამდე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი იყო, იქამდე კი, რამდენიმე წლის განმავლობაში მუნიციპალური განვითარების ფონდში მუშაობდა.

ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ კლინიკებსა და სამედიცინო ცენტრებს აერთიანებს. მათ შორისაა აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი და ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო.

შეგახსენებთ, სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს გიორგი ჩოგოვაძე ხელმძღვანელობდა. მან თანამდებობა გასული წლის ოქტრომბერში დატოვა და ამ დრომდე ეს პოსტი ვაკანტური იყო. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები