მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის დამატებით 15 მლნ ევროა გამოყოფილი - ევროკომისია

Anitta Hipper

ევროკომისიის საგარეო და უსაფრთხოების საკითხების სპიკერი ანიტა ჰიპერი ამბობს, რომ ევროკავშირი სამოქალაქო საზოგადოებას 15 მლნ ევროს გამოუყოფს. როგორც მან "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ თქვა, ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას.

მისივე თქმით, ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო ევროკავშირს საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობა შეწყვეტილი აქვს.

"შევწყვიტეთ საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი დახმარება, რომელიც 120 მილიონზე მეტს შეადგენდა. ასევე შევაჩერეთ 30 მილიონი მხარდაჭერის ღონისძიება 2024 წლისთვის ევროპის სამშვიდობო მექანიზმის (European Peace Facility) მეშვეობით და არ ვგეგმავთ რაიმე დახმარებას 2025 წელს. რაც შეეხება კითხვას სამოქალაქო საზოგადოების შესახებ, ჩვენ ვაძლიერებთ მხარდაჭერას, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე დამოუკიდებელი მედიის მიმართ. უკვე არსებული მხარდაჭერის გარდა, სამოქალაქო საზოგადოებისთვის დამატებით კიდევ 15 მილიონია გამოყოფილი", - აცხადებს ჰიპერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები