საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს დავოსის ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, რომელიც წელს დავოსში 54-ედ იმართება 15-დან 19 იანვრამდე გაგრძელდება.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიებზე პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი. ამასთან, ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი - ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი - რევაზ ჯაველიძე არიან.