მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს საპენსიო ფონდის ზომა ₾8.2 მილიარდს აღწევს

საპენსიო ფონდი

საპენსიო ფონდის აქტივებმა დეკემბრის ბოლოს 8.2 მილიარდ ლარს მიაღწია - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ფონდი აქვეყნებს.

"საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 706 ათასი ადამიანია. 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 26,820-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 124 მილიონი ლარი. დეკემბრის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 8.2 მილიარდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა", - ნათქვამია საპენსიო ფონდის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები