მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საპენსიო სააგენტოს მთავარი ბროკერ-დილერი JP Morgan-ი გახდა

6255cf29df5ee
ნინო ტაბატაძე
13.04.22 00:15
2019
საპენსიო სააგენტო საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე ინვესტირებისთვის ემზადება. ფინანსურ ბაზრებზე ინვესტიციების განსახორციელებლად მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკი JP Morgan Chase-ი შეარჩია, რომელიც საპენსიო სააგენტოს მთავარი ბროკერი-დილერი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით და საპენსიო სააგენტოს დავალებით და კანონის მოთხოვნების შესაბამისად სავაჭრო ტრანზაქციებს უცხოურ ფინანსურ ბაზრებზე განახორციელებს.

„2022 წლის მარტიდან, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაცია აქტიურ ფაზაში შევიდა. შედეგად, საპენსიო სააგენტომ დოლარის შესყიდვის პროცესი ეტაპობრივად დაიწყო, ხოლო შემდეგი ნაბიჯი თანხების გლობალურ ფინანსურ ინსტრუმენტებში დაბანდება იქნება“, - აცხადებს სააგენტო.

2022 წლის მარტის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის აქტივების წმინდა ღირებულება 2.23 მილიარდ ლარს შეადგენს. ფონდის წმინდა ამონაგები 2019 წლიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით 34.6%-ია, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 3.15% შეადგინა.

31 მარტის მდგომარეობით, საინვესტიციო პორტფელის 4.2% დოლარშია ინვესტირებული.

2022 წლის 6 აპრილის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში რეგისტრირებულია 1 მილიონ 265 ათას მონაწილე. საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხულმა სარგებელმა კი 318 მილიონი ლარი შეადგინა. დაგროვებითი პენსიით დღეისათვის 1,698-მა ადამიანმა ისარგებლა.

JP Morgan Chase-ი დღეისათვის მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო ბანკია, რომლის კაპიტალიზაცია 400 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები