მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს სატრანსპორტო კორიდორი - უპირატესობები & გამოწვევები

BM.GE
24.01.23 10:23
233
გასულ წელს საქართველოს დერეფანში ყოველდღიურად 1300-ზე მეტი ტრაილერის გატარება ხდებოდა, მათ შორის, მხოლოდ დეკემბერში საქართველოს გზებით 45 560 ტრაილერმა ისარგებლა. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, დეკემბერში, სატვირთო ავტომობილების მფლობელებმა გზის სარგებლობისთვის ბიუჯეტში 15.9 მლნ ლარის გადასახადი გადაიხადეს.

ერთი მხრივ, შუა დერეფანში ტვირთების გაზრდილი ნაკადის და მეორე მხრივ, ივნისიდან გადასახადის 200-დან 350 ლარამდე გაზრდამ, გზათსარგებლობიდან შემოსავლები ისტორიულ ნიშნულამდე - 128 მლნ ლარამდე გაზარდა. სწორედ ამ მოცულობის თანხა შევიდა ბიუჯეტში ტრაილერების გატარებიდან. 2021 წელს ეს მაჩვენებელი თითქმის 2-ჯერ ნაკლები, მხოლოდ 66,4 მლნ ლარს შეადგენდა.

სტუმარი: ირაკლი ცანკაშვილი - Logistics Solutions-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები