მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს სავალუტო რეზერვები 2026 წლის ბოლოსთვის $7 მილიარდამდე გაიზრდება - Galt & Taggart-ის პროგნოზი

სავალუტო რეზერვები

Galt & Taggart-ის პროგნოზით, სებ-ი საერთაშორისო რეზერვების შევსებას გააგრძელებს და 2026 წლის ბოლოს მისი მოცულობა 7 მლრდ დოლარს მიაღწევს. ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვაში წერია.

Galt & Taggart-ი საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 2026 წლის მარტში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 46.5%-ით გაიზარდა და 6.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

"თუმცა წინა თვესთან შედარებით მარტში რეზერვები 5.2%-ით შემცირდა (-343.4 მლნ აშშ დოლარი). რეზერვების თვიური შემცირება უკავშირდება მონეტარული ოქროს ღირებულების შემცირებას (-140.9 მლნ აშშ დოლარი თ/თ), ასევე, მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს და სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 27 აპრილს).

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის მარტის მდგომარეობით, მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.7%-ს შეადგენს", - ნათქვამია G&T-ს ყოველკვირეულ მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები