ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ევროდეპუტატი ვალერი ჰეიერი ეხმიანება. მისი თქმით, პრეზიდენტმა ევროპას განმაცვიფრებელი ამბავი მოუყვა, რომელიც არა მხოლოდ ქართველ ხალხზე, არამედ თავად ევროპაზეა.
ვალერი ჰერეიმ X-ზე მხარი დაუჭირა ქართველი ხალხის ნაწილის მოთხოვნას, ხელახალი არჩევნების ჩატარების შესახებ.
"პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ევროპას განსაცვიფრებელი ამბავი მოუყვა იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში. ეს არის ამბავი, რომელმაც თითოეულ ევროპელს სისხლი უნდა გაუყინოს. და ეს ამბავი მხოლოდ საქართველოზე არ არის. ეს ამბავი ევროპაზეცაა.
საქართველოს სჭირდება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. არ არსებობს სხვა გამოსავალი", - წერს ევროპარლამენტარი X-ზე.
President @Zourabichvili_S gave Europe a staggering tale of what is happening in Georgia.
— Valérie Hayer (@ValerieHayer) December 18, 2024
It should make the blood of every European run cold. And it is not only about Georgia.
It is also about Europe.
Georgians need new, free and fair elections. There is no other way around. pic.twitter.com/Rv6nx7GCeu