გამოქვეყნდა ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიში კიდევ ერთხელ მკაფიოდ აჩვენა მკვეთრი კონტრასტი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წარმატებულ კანდიდატ ქვეყნებსა და საქართველოს შორის, რომლის ევროინტეგრაციის პროცესიც დემოკრატიული უკუსვლისა და რეპრესიული კანონმდებლობის ფონზე დე ფაქტო შეჩერებულია. სანამ ევროპელი ლიდერები უკრაინის, მოლდოვას, მონტენეგროსა და ალბანეთის პროგრესს აფასებენ და მათთვის გზას ამზადებენ, საქართველო ფორმალურად კვლავ კანდიდატ სტატუსს ინარჩუნებს, თუმცა რეალურად თურქეთის გვერდით აღმოჩნდა და უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხის წინაშეა. გადავხედოთ მთავარ გზავნილებს წლევანდელი გაფართოების ანგარიშიდან






























