მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს შეუძლია, ტურისტულ ჯგუფებს ბევრი რამ შესთავაზოს - m&i Tbilisi-ის მონაწილე უნგრეთიდან

ტურიზმი
04.07.24 21:52
688

„m&i Tbilisi 2024“-ის ფორუმის თბილისში გამართვას მონაწილეები საქართველოს წარმატებად აფასებენ. როგორც ფორუმის მონაწილე, უნგრული ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი ზუზანა ბარტა ნაგი აცხადებს, „m&i”-ის საშუალებით საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიცნობენ.

“ძალიან მოხარული ვარ, რომ „m&i”-ის ფორუმი საქართველოში ტარდება. გასულ წელს მქონდა პატივი შევხვედროდი ორგანიზატორებს, ჩვენ განვიხილავდით ფორუმის საქართველოში ჩატარებას და ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ფორუმი აქ იმართება. მოხარული ვარ, რომ საშუალება მოგვეცა დაგვეთვალიერებინა დედაქალაქი, ფორუმის ფარგლებში ჩვენ ვხვდებით პარტნიორებს, განვიხილავთ გეგმებს. საქართველოს ბევრი რამ შეუძლია შესთავაზოს როგორც პატარა, ასევე დიდ ტურისტულ ჯგუფებს, რომლებსაც სურთ აღმოაჩინონ ლამაზი ქვეყანა.

ძალიან სასიამოვნოა, რომ ბუდაპეშტსა და ქუთაისს შორის პირდაპირი ფრენებია“,-განაცხადა ფორუმის მონაწილემ ზუზანა ბარტა ნაგიმ უნგრეთიდან.

საერთაშორისო ფორუმი 1- 4 ივლისის ჩათვლით ტარდება, ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ პოტენციური დამკვეთები დიდი ბრიტანეთიდან და ევროპის შემდეგი ქვეყნებიდან: ბელგია, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები